საქართველოში პირველი სამონადირეო მეურნეობა 1957 წელს გარდაბნის რაიონში დაარსდა.1996 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.ასეთ დაცულ ტერიტორიაზე ნება დართულია ადამიანის ჩარევა ცხოველების ან მცენარეების აღდგენის მიზნით.ამას გარდა,აღკვეთილში დაშვებულია ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარებაც.დღეისთვის საქართველოში 11 აღკვეთილია,საერთო ფართობით 54,184 ჰა.
ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით:თუშეთის, ლაგოდეხის,ბაწარა-ბაბანეურის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს ნაკრძალი სამი დამოუკიდებელი უბნისგან ბაწარის (3042ჰა) თუშეთის და ბაბანეურის (770ჰა) ნაკრძალებისაგან შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში ახმეტის რაიონში მდებარეობს.ახმეტა თბლისიდან 170კმ-ით არის დაშორებული.ბაწარის ნაკრძალი პირველად 1935 წელს შეიქმნა.ნაკრძალი მდინარე ალაზნის მარჯვენა სენაკადის ბაწარას ხეობაში მდებარეობს,პანკისის ხეობის სიახლოვეს.ნაკრძალის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა.ყველაზე დაბალი კი-700ზე.ბაბანანეურის ნაკრძალი 1960 წლიდან.ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული,აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი,სადაც ბაბანეულის ნაკრძალია განლაგებული.სოფლების-ალვანის,ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.
გარდაბნის სატყეო-სამონადირეო კომპლექსი 1957 წელს შეიქმნა.39 წლის შემდეგ მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 3484 ჰექტარია.სანამ ის ერთიან კომპლექს წარმოადგენდა,გარდაბნის რაიონში,აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობდა და თბილისიდან 40 კმ აშორებდა.ამ დაცული ტერიტორიის შექმნის მიზანი იყო,რომ არსებული ტყის კორომები განადგურებისგან ეხსნათ.ასევე იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელების მიზნითაც შეიქმნა.ცალი მხრიდან ტერტორიას ყარაის დაცემული ველი არტყავს (1947 წლამდე გარდაბნის რაიონს ყარაის რაიონი ეწოდებოდა)ხოლო მტკვრის ჭალის ტყეებს,რომლებიც დღეს უკვე აღ კვეთილის შემადგენელი ნაწილია,ყარიაზებს უწოდებდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მე-17 საუკუნეში აქ ნადირობა მოაწყო შაჰ-აბაზმა და ქართლის მეფე ლუარსაბ მეორემ არსებიბს მეოცე საუკუნის დასაწყისის რამდენიმე წუთიანი ქრონიკა,რომელიც ყარაიაზის ტყეებში რუსის მეფის ნაცვლის ნადირობას ასახავს. ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდაოდ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსია.ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნის ასურეთიდან ჩამოსული მისიონრის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება(თუ არ ჩავთვლით სამოცდაათწლიან საბჭოთა პერიოდს).დავით გარეჯის მონასტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი-ბერთუბანი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანლები შეადგენენ,რომლებიც ქვემო ქართლში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ.დღეს დაცვის და განსაკუთრებული სტატუსის მიუხედავად აღკვეთილის ჭალის ტყეები ვეღარ დაიკვეხნის ნადირის სიმრავლით,მაგრამ აქა-იქ ჯერ კიდევ ვნახავთ ფაუნის წარმომადგენლებსაც.
თეთრობის აღკვეთილი-1995 წელს ჯავახეთის ზეგანზე ტყის მასივების და ლოკალური ენდემების დაცვის მიზნით შეიქმნა.რომელის ფართობი 3100 ჰექტარია.და გაშენებულია მცირე კავკასიონის ფერდობებზე.აღკვეთილი საქართველოს ისტორიული კუთხეების თორის და ჯავახეთის გასაყარზე მდებარეობს. ეს ის ადგილია,სადაც ადამიანები მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ,რისი დადასტურება იქ მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალაა.და აღკვეთილის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დღემდე კარგად შემორჩენილი ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ციკლოპური ნამოსახლარი.მრავლად გვხვდება შუა საუკუნეების ხიდების, ციხე-სიმაგრეების და სამეურნეო ნაგებობები.აღკვეთილთან ყველაზე ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლია ტიმოთეს უბნის გუმბათოვანი ეკლესიაა.გეოგრაფიულად თეთრობის აღკვეთილის ტერიტორია მცირე კავკასიონს ანუ ანტიკავკასიონს ნაოჭა მთათა სისტემას მიეკუთვნება და მოიცავს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდილოეთ,სამხრეთ და ცენტრალურ ქვეზონებს. თეთრობის აღკვეთილი პირველ რიგში ფლორისტულად არის საინტერესო.მეცნიერები მას ენდემთა ბუდესაც კი ეძახიან.
იორის აღკვეთილი-1965 წელს შეიქმნა როგორც სატყეო მეურნეობა,რომლის ბაზაზე 1996 წელს გახდა აღკვეთილი.მისი ფართობი 1300 ჰექტარია.და ჩვენი დედაქალაქიდან 140კმ-ზეა დაშორებული. აღკვეთილი აღმოსავლეთ საქართველოში,კახეთის კუთხეში,საგარეჯოს რაიონში მდებარეობს.საგარეჯოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენაა გაკეთებული,მდიდარი კერამიკული მასალაა. აღკვეთილის სიახლოვეს ორი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს:მე-12 საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა გიორგის იმავე ხანის ეკლესია. იორის აღკვეთილი მდინარე იორის დაბლობზე მდებარეობს და გორაკებითა და მცირე ქედებით არის შემოსაზღვრული.შემაღლებული ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 335-მეტრია.აღკვეთილების ტერიტორიაზე ჰიდროლოგიურ ქსელს მდინარე იორი და მისი შენაკადი -საკმაოდ მოკლე მდინარე „ოლე“ ქმნის.რაც შეეხება კალაპოტს-საკმაოდ უსწორმასწორო და დაგრეხილია.ფლორიდან ძირითადად წალის ტყე გვხვდება.უფრო დაბალი სიხშირით გვხვდება ფშატე ტირიფი,წნორი და აკაცია.
კაცობურის აღკვეთილი თავდაპირველად კაცობურის სახელმწიფო სამეურუნეო მეურნეობა 1964 წლიდან არსებობს.დაარსებიდან 32 წლის შემდეგ მიენიჭა მას აღკვეთილის სტატუსი.მისი საერთო ფართობი 300 ჰექტრამდეა და თბილისისდანაც სწორედ ამდენივე მანძილიდანაა დაშორებული– 300 კმ–ით. მდებარეობს სამეგრელოსადა იმერეთის ისტორიულ კუთხეებს შორის, აბაშის რაიონიდან სამხრეთ–დასავლეთით. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკე–დაბლობებია და ადვილი მისახვედრია რომ მაინცდამაინც მაღლა არ მდებარეობს,ზღვის დონიდან მხოლოდ 40მ–ია მისი ყველაზე მაღალი ადგილი. კაცობურის აღკვეთილისტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი(ყველაზე წყალუხვი მდინარე საქართველოში),წლიური საშუალო ტემპერატურა აქ 13 გრადუსს არ აღემატება მაგრამ არც ისე ცოტა ნალექი მოდის–17757 მმ წლიურად. რაც შეეხება ფლორას აქ ძირითადად ტყის წარმომქმნელი მცენარეებია, ხოლო ფაუნიდან გვხვდება–ტახი,ხოხობი,წავი და სვა.
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე,სამხრეთ საქართველოში.ის შეიქმნა 1995 წელს რათა ჭარბტენიანი ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეები შეენარჩუნებინათ.ამ ტერიტორიაზე ბევრი პატარა თუ დიდი ტბა გვხვდება, მაგრამ მათგან აღსანიშნავია ტაბაწყურის ტბა. აღკვეთილის შემოგარენი ასევე მდიდარია ისტორიული ძეგლებითაც.დაცული ტეროტორიის ჩრდილოეთით მდებარეობს მე13–მე14 საუკუნეში აშენებული კლდეში ნაკვეთი ტერიტორია–ვარძია. ნარიანის ველსა და ტაბაწყურის ტბის სანაპირო ზოლში განვითარებულია ჭაობის მცენარეულობა ასევე წარმოდგენილია „ლესიანი“ , „ისლიანებით“ და „სვითიანი“ კომპლექსებით. ძუძუმწოვრებიდან აქ ძალიან ბევრია–მელა,კურდღელი,მაჩვი და ასევე სინდიოფალაც (პატარა მტაცებელი ცხოველი),აღკვეთილს საუკეთესო პირობები აქვს ფრინველზე დასაკვირვებლად,ასევე ტურიზმის განვითარებისათვის, მაგრამ მისი პოტენციალი გამოუყენებელი რჩება ჯერჯერობით.
ყორუღის აღკვეთილი სხვა აღკვეთილების მსგავსად თავდაპირველად სატყეო–სამონადირეო კომპლექსი იყო,რომელიც დაარსდა 1965 წელს,მოგვიანებთ საუკუნის მიწურულს მიირო მან აღკვეთილის სტატუსი–1996 წელს. აღკვეთილი 2060 ჰა–ზეა გაშენებული.იგი კახეთში მდებარეობს,დავით გარეჯთან ახლოს.მის გარეშე ძირითადად აზერბაიჯანლები შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას.ყორუღის აღკვეთილი გეოლოგირად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის და მოიცავს აღმოსავლეთი დაძირვისმოლასურ ზონას.აღებულია ძირითადად შუამიოცენის (თარხანი, ჩოკრაკი, კარაგანი,კონკი).
ყორულის აღკვეთილში მდინარე იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი.მისი შემქმნელი ძირითადი ხე–მცენარეებია: მაღალი ტირიფი,ხვალო ანუ ჭალის ვერხვი,ოფი, ჩვეულებრივი მურყანი,წალის მუხა და ზოგიერთი სხვა ქვეტყეში იზრდება ძეძვი,ქართული კოწახური,ჭალა–ფშატა და სხვა.ჩვეულებრივი ლიანები:აღმოსავლური კატაბარდა,ეკალღიჭი,ღვედკაცი და სხვა.ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა ძირითადად უროიანები ესაზღვრება. აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო, სათავგადასავლო და საფეხოსნო ტურები და ტურიზმის ეს სამივე სახეობა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას უკავშირდება. რეგიონს გააჩნია პოტენციალი: ეკოლოგიური ,ბოტანიკური, ფრინველებსა და ცხოველების დაკვირვების ტურიზმის განსავითარებლად.
ჭაჭუნას აღკვეთილი დაარსდა 1996 წელს.იგი წარმოადგენს 1965 წელს დაარსებული ჭაჭუნას სახელმწიფო–სატყეო მეურნეობის ბაზაზე შექმნილი დაცული ტერიტორიას. აღკვეთილის ადმინისტრაცია აქვეა განლაგებული. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 185 კილომეტრითაა დაშორებული. ჭაჭუნას აღკვეთილი დედოფლის წყაროს რაიონში ივრის გარშემო წარმოდგენილი ტუგაის ტიპის ჭალის ტყის და მისი მიმდებარე არიდული და სემიარიდული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი.დაცული ტერიტორია ფლორისა და ფაუნის დასაცავად შეიქმნა.ჭაჭუნა ქიზიყში ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს.ეს ადგილი ყოველთვის უდაბური დაუსახლებელი და ფრინველ–ცხოველით მდიდარი ტერიტორია იყო. ჭაჭუნას ტერიტორიაზე შეხვდებით ბერთა უძველეს გამოქვაბულებს. აღკვეთილიდან დაკმაოდ ახლოა ქიზიყისა და მტელი საქართველოს წარსულისთვის ძაზედ მნიშვნელოვანი ძეგლები.ჭაჭუნას მახლობელ სოფლებში კი დღესაც ისევე მისდევენ მევენახეობას როგორც საუკუნეების წინ. გეოლოგირად ჭაჭუნას აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის,მის აღმოსავლეთ დაძირვის მოლასურ ზონას მოიცავს მტკვრის მთათაშუა ღრმულის ფარგლებში და მოლასური ნალექებითაა წარმოდგენილი. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები, ვულკანური ფერფლის შრეებით რიყნარები.დაცული ტერიტორიის ნაწილი კირქული კონგლომერატებითაა აგებული.აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები.რაც შეეხება რელიეფს,ერთგვაროვანი არ არის,აქ გვხვდება თითქმის ყველა სახის რელიეფი. აღკვეთილის ტერიტორიაზე 24 ჰექტარის ფართობის ჭაობს ქმნის მდინარე იორი. ჭაჭუნასთვის თბილი კონტინენტური კლიმატია დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2,5 გრადუსი,ხოლო ივლისის საშუალო – ჩრდილში +22 გრადუსია.არც თუ ისე დიდი ფართობის მქონე ტერიტორიისთვის ჭაჭუნას საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორა აქვს.მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იძრედება,ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების,ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი.ჭალის ტყეებში აფსოლიტური დომინანტი ვერხვია,ასევე უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა,სარკმსის ხე (საღსაღაჯი) და წნორი. მრავაფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნას ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან აღკვეთილშირამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი,ლელიანის კატა,ფოცხვერი,მაჩვზღარბა,მაჩვი და ტახი.აქ მეცნიერები იმედოვნებენ რომ ზოლებიანი აფთარიც ცხოვრობს.ეს იშვიათი ცხოველი ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელად სწორედ ამ ტერიტორიაზე ნახეს.აქ სამწუხაროდ მისი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მიუხედავად ჯერ ვერ ხერხდება ტურისტების მოზიდვა,მაგრამ ახლა უკვე დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც მუშაობა.
No comments:
Post a Comment