Saturday, June 2, 2012

ქობულეთისა და სათაფლიის ნაკრძალები

ქობულეთის ნაკრძალი-მდებარეობს ქობულეთის სანაპირო ზოლზე,მდინარე ტოგონის და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,რომელიც მოიცავს ასევე ისპანის ჭაობებს.მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 25 მეტრია.ფართობი კი საკმაოდ პატარა 603ჰა.თავის ფართობით ეს ნაკრძალი საქართველოში არსებული ნაკრძალებიდან მხოლოდ სათაფლიის ნაკრძალზეა დიდი.ქლორადან აქ ძირითადად კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი მცენარეულობები და ჭაობის უნიკალური რელიქტური მცენარეულობა გვხვდება(ისპაანის ჭაობის გამო).
სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც ზღ.დ150-400მეტრს სიმაღლეზე მერყეობს. სათაფლიის ნაკრძალი გაშენებულია კოლხეთის დაბლობზე,ქალაქ წყალტუბოსთან ახლოს.მისი ფართობი 354ჰა ყველაზე პატარა ნაკრძალია საქართველოს ნაკრძალებს შორის.მცენარეულობიდან განასაკუთრებული არაფერია,მაგარმ ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია,რადაგან აქ გვხვდება დინოზავრის ნაკვალევი,რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

No comments:

Post a Comment