Saturday, June 2, 2012

ლაგოდეხის და მარიამჯვრის ნაკრძალი

         შემდეგი ნაკრძალი კი თავისი სპეციფიკურობიდან და განსაკუთრებულობიდან გამომდინარე არის ლაგოდეხის ნაკრძალი,იგი უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს-კახეთის რეგიონში.საშუალო სიმაღლე  ზღ.დ-დან 1990 მეტრზე.ლაგაოდეხის განასაკუტრებულობა იმაში მდგომარეობს რომ იგი საქართველოს პირველი ნაკრძალია რომელიც 1912 წელს შეიქმნა.ის ასევე ესაზღვრება ზაქათალის ნაკრძალს(დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია).ისტორიული ცნობებიდან ვიგებთ რომ 1921-1958 წლებში ეს ორი ნაკრძალი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა,მაგრამ როდესაც ,,საბჭოთა ხელისუფლებამ“ისტორიულად ქართული ზაქათალის ოლქი აზერბაიჯანის სახელმწიფო  ტერიტორიად გამოაცხადა ეს ორი ნაკრძალი გაიყო, ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება მცენარეებიდან ლაფანი,წაბლი,თელა ხოლო ცხოველებიდან კი ჯიხვი,შველი და სხვა.
       მარიამჯვრის ნაკრძალი ზღ.დ 1000-12000 მეტრზე მდებარეობს.ის მოიცავს ცივ-გომბორის ქედის და საგარეჯოს ტერიტორიებს.ამ ნაკრძალის ფართობი 6321 ჰეკტარია.

No comments:

Post a Comment