შემდეგი და ბოლო ჩვენს მიერ სასაუბრო დაცული ტერიტორიის ტიპი არის–ბუნების ძეგლები.ასეთი სახის დაცული ტერიტორია დგინდება ეროვნული მნიშვნელობის ბუნების ობიექტების შენარჩუნების მიზნით.საქართველოში ამგვარი ობიექტი სულ 14 ერთეულია.ბუნების ძეგლები ორი სახეობის გვხვდება:ორგანული და არაორგანული.
ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ფენომენია არაორგანული ბუნების ძეგლები, რომლებიც მრავლადაა მიმოფანტული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
წითელ წიგნში შეტანილია 77 ბუნების ძეგლი.მათგან ერთ–ერთი გამორჩეული და ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი–არწივის ხეობაა.იქ რომ მიხვიდე მე–19 საუკუნეში შექმნილი რუსული სოფელი– „მაზოვკა“ უნდა გაიარო.(მაზოვკას გარდა,ქიზიყში კიდევ არსებობს რამდენიმე რუსული დასახლება)სოფლის ბოლოდან შენიშნავთ კირქვული წარმოშობის კლდეებს,მაგრამ თუ ახლოს მიხვალთ დაინახავთ პატარ ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. ხეობის ორივე მხარეს წამოჭრილი კირქვული კონგლომერტრატები ფოთლოვან ტყესა და ძეძვის ბუჩქნარშია ჩაფლული.გასაოცარია რომ ბუნების ძეგლის ფართობის (100ჰა) მიუხედავად „არწივის ხეობაში“ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მაღალმთის, უდაბნოსა და ჭაობის მცენარეულობა გვხვდება.აქ გვხვდება ენდემური და გადაშენების გზაზე მყოფი მცენარეულობა:კახეთის მაჩიტა,წიწვოვანი ბუჩქი ტუია,ასეთი მცენარე მხოლოდ ამ კუთხისთვის არის დამახასიათებელი.სწორედ ამ ბუნების ძეგლს მიეკუთვნება გასაოცარი ვაშლოვანის ნაკრძალი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი რომელზეც საკმაოდ მრავლად ვისაუბრეთ.
No comments:
Post a Comment