Saturday, June 2, 2012

ეროვნული პარკები

ეროვნული პარკები კი საქართველოში 8ცალი გვხვდება:ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის,თუშეთის,მტირალას,ყაზბეგის,ალგეთის,თბილისის და ვაშლოვანის.მათი საერთო ფართობი 2426 კვადრატული კილომეტრია,რაც საქართველოს ტერიტორიის 3.4% შეადგენს.საქართველოში ეროვნული პარკი პირველად 1973 წელს შეიქმნა, რომელსაც თბილისის ეროვნული პარკი ეწოდა,მაგრამ მალევე გაუქმდა. პარკები შედარებით დიდ ტერიტორიზე არის გადაჭიმული,ამიტომ მას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიო-მრავალფეროვნების შენარჩუნების მხრივ.ეროვნული პარკები დიდ როლს ასრულებენ ტურიზმის განვითარებაში,განსაკუთრებით კი საქართველის კი საქართველოსბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისსაერთაშორისო დონეზე პოპულარლარიზაციში
1995 წელს დაარსდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.ეროვნული პარკის საერთო ფართობი 760 კვ.კმ-ია,რის მიხედვითაც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.ჩვენი დედაქალაქიდან 170კმ-ით არის დაშორებული .1862წელს ამიერკავკასიაში დანიშნული მეფისნაცვალის ძმას მიხეილ რომანვს იმდენად მოეწონა ბორჯომის ხეობა რომ სასხლის აშენება გადაწყვიტა.ცხრა წლის შემდეგ მან თავის ძმისგან მთელი ბორჯომის ხეობა მიიღო საჩუქრად.ბორჯომის ნაკრძალის როგორც ამავე დასახელების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ალპრიმდელოებით დამთავრებული.აქვვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ენდემური და რელიქტური სახეობა.დიდი ყურადღება ექცევა კავკასიაური ირემის დაცვას და მის გამრავლებას.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ისევე როგორც ბორჯომის ნაკრძალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის ფუნქციონირებაში.ამ ეროვნულ პარკში სანახავი ბევრია,ამიტომაც ტურისტული მარშუტებიც საკმაოდ მრავალფეროვანია,მათი უმრავლესობა სალაშქრო-საცხენოსნო სახისაა.
2006 წელს ბორჯომის ეროვნულ ნაკრძალს შეემატა ძეძვის არკვეთილი,და ბორჯომის ამ ნაკრძალის კომლექსმა-85000 ჰექტარია.რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ია.
პარკი 6 ადმინისტრაციული რაიონის:ბორჯომის,ხარაგაულის,ახალციხის,ხაშურის ,ადიგენისა და ბაღდათის ტერიტორიებს მოიცავს.ასე რომ პარკი მდებარეობს 3ისტორიული კუთხის: თორის,იმერეთისა და და სამცხის ტერიტორიაზე.
თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოდგენილია მდინარეების-თუშეთის ალაზნისა და პირიქითა ალაზნის წყალშემკრებ აუზში,რუსეტის ფედერაციის საღვართან 1183კვ.კმ-ზე.მოიცავს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ და გვერდით ქედებს და მათ შორის წარმოდგენილ ტერიტორიას ზღ.დ.1000-4500 მეტრის ფარგლებში.მისი საერთო ფართობის 2/3 ევროპაში უდიდეს ეროვნულ პარკზე მოდის,რომელიც 2003წელს შეიქმნა.
მტირალას ეროვნული პარკი შეიქმნა 2006 წელს მდებარეობს აჭარაში,აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში.მისი ტერიტორია აღწევს 160კვ.კმ-ს,სადაც წარმოდგენილია მთა მტირალა.ეროვნული პარკი,ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ხელშეწყობით,გეოგრაფიულად ძალზე მოხერხებულ არეალშია შექმნილი.იგი აჭარის საზღვაო კურორტების მიჯნაზე მდებარეობს,რაც ზრდის მის რეკრეაციულ დანიშნულებას.
ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალი პარკი 2003 წელს.დაცული ტერიტორია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.აქ მრავალი რეპტილია და ძუძუმწოვარი ბინადრობს,რომელთა შორის მსოფლიო მნიშვნელობის გადაშენების პირას მყოფი არაერთი სახეობაა.ეროვნული მნიშვნელობისაა ასევე არიდული ნათელი ტყე.მისი საერთო ფართობი 350 კვ.კმ-ია.სადაც ასევე გაერთიანებულია ალაზნის ჭალის, ტახტი-ტეფას და არწივის ხეობის ბუნების ძეგლები.დაცული ტერიტორია მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში,წარმოდგენილი ქვაბულები-მდინარე ალაზანსა და ივრის ზეგანს შორის აზერბაიჯანის საზრვართან მდებარეობს.
კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა 1998 წელს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში.მისი საერთო ფართობი 444კვ.კმ-ია,რომლის 1/3 წყლის ზედაპირზე მოდის.მის ფარგლებშია პალიასტომის ტბა. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაჭაობებული,სადაც წარმოდგენილიაჭარბტენიანი ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეები და ასევე ფაუნაც.დაცულ ტერიტორიაზე გადის ჩრდილოეთიდან სამხრეთით ანუ ზომიერი სარტყელიდან ტროპიკულისაკენ გადამფრენ ფრინველთა ერთ-ერთი ძირითადი ტრასა,რომელთათვის ეს პარკი გამოიყენება საკვებად და „დასასვენებლად“. ნეოლითის ხანიდან ადამიანის მიერ უკვე კარგად ათვისებულ კოლხეთში არქეოლოგიური არტეფაქტებით მდიდარი ბრინჯაოს ხანის არაერთი ძეგლია აღმოჩენილი.ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლოს სწორედ აქ შეიქმნა ქართველურ ტომთა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო.ამ დროიდან მოყოლებული ისინი ცხოვრობენ ასეთ კლიმატში,მაგრამ ადამიანის განვითარებამ ბუნებას სერიოზული ზარალი მიაყენა.საბედნიეროდ, მაინც გამოჩნდა ადამიანები,რომელთაც კარგად ესმოდათ ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობა,მითუმეტეს,ისეთი ისვიათი ისვიათის,როგორიც კოლხეთის დაბლობში გვხვდება.ასეთი გონიერი ადამიანების დაჟინებული მოთხოვნით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1947 წელს დაარსდა კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ამ ფაქტმა მდინარეებს რიონსა და ფიჩორს შორის არსებული 500ჰა ჭაობისა და ჭაობებული ტყის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ეს არც თუ ისე ვრცელი ტერიტორია სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოაქცია. კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში,ტავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა,დაახლოვებით 10 მილიონი წლის წინ,კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის ტერიტორიაზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული
ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილო ფერდობზე ისტორიული ხევის ტერიტორიაზე.ამ ნაკრძალიდან თბილისამდე 150კმ-ია.ხევს ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჰყავს,ამის მიზეზი ისაა რომ აქ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი,გასაოცრად მაღალი მწვერვალები და უნიკალური ფაუნა ბინადრობს.სწორედ უნიკალური ფაუნის გამო შეიქმნა 1976 წელს ყაზბეგის ნაკრძალი შეიქმნა.მისი ტერიტორია ძალიან წყვეტილი იყო და ფართობი კი არის 8707ჰა. 2007 წელს ყაზბეგის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ყაზბეგის პარკი.იგი ყველაზე უტყეოა საქართველოს ნაკრძალებს შორის,ტყეებს აქ მხოლოდ 3% უკავია. მისი რელიეფი ძლიერადა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით და ეროზიული პროცესებით.ნაკრძალში დაცულია ჯიხვის და არჩვის გავრცელების არეალები.
ალგეთის ეროვნული პარკი-ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა.ის მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში,თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე,მდინარე ალგეთის ხეობაში,დაბალ და საშუალო მთებში.მე-17საუკუნის ქართველი ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი ალგეთის ხეობას აღწერს ნადირით მდიდარ მხარედ,სხვათაშორის ვახუშტის მამულები ქვემო ქართლში ჰქონდა და ამ მხარესაც კარგად საუკეთესოდ იცნობდა.ვახუშტი ბატონიშვილი ალგეთის მიდამოებში თავისი გვირგვინოსანი მამის,ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის ნადირობასაც.აღწერს რომ ერთ დღეში ამალს 180 ირემი მოუკლავს..სულ ალგეთის ნაკრძალის მიდამოებში 27სალოცავია,მათგან 4 მოქმედი ეკლესიაა.ნაკრძალის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძალიან ახლოსაა დიდგორის ველი სადაც მოხდა „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს პარკი მხოლოდ 60კმის მოშორებით მდებარეობს თბილისიდან და საშუალო სიმაღლე ზღ.დ-დან დაახლოვებით 1500 მეტრზეა.
თბილისის ეროვნული პარკი დაარსდა 2007წელს საგორამოს ნაკრძალის გაფართოების გზით.იგი მდებარეობს მცხეთისა და საგარეჯოს რაიონში,საგურამო-იალნოს საშვალო მთების კალთებზე,მდინარეების-არაგვის,მტკვრისა და თეძამს შორის. მისი ფართობი აღემატება 240კვ.კმ-ს.აქ წარმოდგენილია ასეულობით კოლხური ფლორის წარმომადგენელი და კავკასიის ენდემია.გვხვდება კავკასიური მგელი,ფოცხვერი,ტყის მურა დათვი,კავკასიური ირემი და სხვა.

No comments:

Post a Comment