Wednesday, June 13, 2012
Saturday, June 2, 2012
ლანდშაფტები–დაცული ტერიტორიების კიდევ ერთი ტიპი (დასასრული)
ამ ბუნების ძეგლის გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს დაცული ტერიტორიის კიდევ ერთი ტიპი–ლანდშაფტები. რომელიც იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე,მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეულ ბუნებრივ–კულტურული ლანდშაფტის დაცვით,ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული თანარსებობის შესანარჩუნებლად, დასვენებისა და ტურიზმის განვითარებისთვის–მათი რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდდამხოლოდ ორია.
ბუნების ძეგლები
შემდეგი და ბოლო ჩვენს მიერ სასაუბრო დაცული ტერიტორიის ტიპი არის–ბუნების ძეგლები.ასეთი სახის დაცული ტერიტორია დგინდება ეროვნული მნიშვნელობის ბუნების ობიექტების შენარჩუნების მიზნით.საქართველოში ამგვარი ობიექტი სულ 14 ერთეულია.ბუნების ძეგლები ორი სახეობის გვხვდება:ორგანული და არაორგანული.
ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ფენომენია არაორგანული ბუნების ძეგლები, რომლებიც მრავლადაა მიმოფანტული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
წითელ წიგნში შეტანილია 77 ბუნების ძეგლი.მათგან ერთ–ერთი გამორჩეული და ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი–არწივის ხეობაა.იქ რომ მიხვიდე მე–19 საუკუნეში შექმნილი რუსული სოფელი– „მაზოვკა“ უნდა გაიარო.(მაზოვკას გარდა,ქიზიყში კიდევ არსებობს რამდენიმე რუსული დასახლება)სოფლის ბოლოდან შენიშნავთ კირქვული წარმოშობის კლდეებს,მაგრამ თუ ახლოს მიხვალთ დაინახავთ პატარ ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. ხეობის ორივე მხარეს წამოჭრილი კირქვული კონგლომერტრატები ფოთლოვან ტყესა და ძეძვის ბუჩქნარშია ჩაფლული.გასაოცარია რომ ბუნების ძეგლის ფართობის (100ჰა) მიუხედავად „არწივის ხეობაში“ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული მაღალმთის, უდაბნოსა და ჭაობის მცენარეულობა გვხვდება.აქ გვხვდება ენდემური და გადაშენების გზაზე მყოფი მცენარეულობა:კახეთის მაჩიტა,წიწვოვანი ბუჩქი ტუია,ასეთი მცენარე მხოლოდ ამ კუთხისთვის არის დამახასიათებელი.სწორედ ამ ბუნების ძეგლს მიეკუთვნება გასაოცარი ვაშლოვანის ნაკრძალი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი რომელზეც საკმაოდ მრავლად ვისაუბრეთ.

აღკვეთილები
საქართველოში პირველი სამონადირეო მეურნეობა 1957 წელს გარდაბნის რაიონში დაარსდა.1996 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.ასეთ დაცულ ტერიტორიაზე ნება დართულია ადამიანის ჩარევა ცხოველების ან მცენარეების აღდგენის მიზნით.ამას გარდა,აღკვეთილში დაშვებულია ცალკეული განახლებადი ბუნებრივი რესურსის მოხმარებაც.დღეისთვის საქართველოში 11 აღკვეთილია,საერთო ფართობით 54,184 ჰა.
ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით:თუშეთის, ლაგოდეხის,ბაწარა-ბაბანეურის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს ნაკრძალი სამი დამოუკიდებელი უბნისგან ბაწარის (3042ჰა) თუშეთის და ბაბანეურის (770ჰა) ნაკრძალებისაგან შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში ახმეტის რაიონში მდებარეობს.ახმეტა თბლისიდან 170კმ-ით არის დაშორებული.ბაწარის ნაკრძალი პირველად 1935 წელს შეიქმნა.ნაკრძალი მდინარე ალაზნის მარჯვენა სენაკადის ბაწარას ხეობაში მდებარეობს,პანკისის ხეობის სიახლოვეს.ნაკრძალის ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა.ყველაზე დაბალი კი-700ზე.ბაბანანეურის ნაკრძალი 1960 წლიდან.ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული,აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი,სადაც ბაბანეულის ნაკრძალია განლაგებული.სოფლების-ალვანის,ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.
გარდაბნის სატყეო-სამონადირეო კომპლექსი 1957 წელს შეიქმნა.39 წლის შემდეგ მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.გარდაბნის აღკვეთილის ფართობი 3484 ჰექტარია.სანამ ის ერთიან კომპლექს წარმოადგენდა,გარდაბნის რაიონში,აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობდა და თბილისიდან 40 კმ აშორებდა.ამ დაცული ტერიტორიის შექმნის მიზანი იყო,რომ არსებული ტყის კორომები განადგურებისგან ეხსნათ.ასევე იქ მობინადრე ფაუნის წარმომადგენელების მიზნითაც შეიქმნა.ცალი მხრიდან ტერტორიას ყარაის დაცემული ველი არტყავს (1947 წლამდე გარდაბნის რაიონს ყარაის რაიონი ეწოდებოდა)ხოლო მტკვრის ჭალის ტყეებს,რომლებიც დღეს უკვე აღ კვეთილის შემადგენელი ნაწილია,ყარიაზებს უწოდებდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მე-17 საუკუნეში აქ ნადირობა მოაწყო შაჰ-აბაზმა და ქართლის მეფე ლუარსაბ მეორემ არსებიბს მეოცე საუკუნის დასაწყისის რამდენიმე წუთიანი ქრონიკა,რომელიც ყარაიაზის ტყეებში რუსის მეფის ნაცვლის ნადირობას ასახავს. ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლთა შორის ყველაზე გამორჩეული უდაოდ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსია.ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნის ასურეთიდან ჩამოსული მისიონრის დავით გარეჯელის დაარსებულ მონასტერში საუკუნეების მანძილზე არ წყდებოდა სასულიერო ცხოვრება(თუ არ ჩავთვლით სამოცდაათწლიან საბჭოთა პერიოდს).დავით გარეჯის მონასტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი-ბერთუბანი დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის ძირითად ნაწილს აზერბაიჯანლები შეადგენენ,რომლებიც ქვემო ქართლში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ.დღეს დაცვის და განსაკუთრებული სტატუსის მიუხედავად აღკვეთილის ჭალის ტყეები ვეღარ დაიკვეხნის ნადირის სიმრავლით,მაგრამ აქა-იქ ჯერ კიდევ ვნახავთ ფაუნის წარმომადგენლებსაც.
თეთრობის აღკვეთილი-1995 წელს ჯავახეთის ზეგანზე ტყის მასივების და ლოკალური ენდემების დაცვის მიზნით შეიქმნა.რომელის ფართობი 3100 ჰექტარია.და გაშენებულია მცირე კავკასიონის ფერდობებზე.აღკვეთილი საქართველოს ისტორიული კუთხეების თორის და ჯავახეთის გასაყარზე მდებარეობს. ეს ის ადგილია,სადაც ადამიანები მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ,რისი დადასტურება იქ მოპოვებული მდიდარი არქეოლოგიური მასალაა.და აღკვეთილის მოსაზღვრე ტერიტორიაზე დღემდე კარგად შემორჩენილი ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის ციკლოპური ნამოსახლარი.მრავლად გვხვდება შუა საუკუნეების ხიდების, ციხე-სიმაგრეების და სამეურნეო ნაგებობები.აღკვეთილთან ყველაზე ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლია ტიმოთეს უბნის გუმბათოვანი ეკლესიაა.გეოგრაფიულად თეთრობის აღკვეთილის ტერიტორია მცირე კავკასიონს ანუ ანტიკავკასიონს ნაოჭა მთათა სისტემას მიეკუთვნება და მოიცავს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდილოეთ,სამხრეთ და ცენტრალურ ქვეზონებს. თეთრობის აღკვეთილი პირველ რიგში ფლორისტულად არის საინტერესო.მეცნიერები მას ენდემთა ბუდესაც კი ეძახიან.
იორის აღკვეთილი-1965 წელს შეიქმნა როგორც სატყეო მეურნეობა,რომლის ბაზაზე 1996 წელს გახდა აღკვეთილი.მისი ფართობი 1300 ჰექტარია.და ჩვენი დედაქალაქიდან 140კმ-ზეა დაშორებული. აღკვეთილი აღმოსავლეთ საქართველოში,კახეთის კუთხეში,საგარეჯოს რაიონში მდებარეობს.საგარეჯოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენაა გაკეთებული,მდიდარი კერამიკული მასალაა. აღკვეთილის სიახლოვეს ორი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს:მე-12 საუკუნის ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა გიორგის იმავე ხანის ეკლესია. იორის აღკვეთილი მდინარე იორის დაბლობზე მდებარეობს და გორაკებითა და მცირე ქედებით არის შემოსაზღვრული.შემაღლებული ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 335-მეტრია.აღკვეთილების ტერიტორიაზე ჰიდროლოგიურ ქსელს მდინარე იორი და მისი შენაკადი -საკმაოდ მოკლე მდინარე „ოლე“ ქმნის.რაც შეეხება კალაპოტს-საკმაოდ უსწორმასწორო და დაგრეხილია.ფლორიდან ძირითადად წალის ტყე გვხვდება.უფრო დაბალი სიხშირით გვხვდება ფშატე ტირიფი,წნორი და აკაცია.
კაცობურის აღკვეთილი თავდაპირველად კაცობურის სახელმწიფო სამეურუნეო მეურნეობა 1964 წლიდან არსებობს.დაარსებიდან 32 წლის შემდეგ მიენიჭა მას აღკვეთილის სტატუსი.მისი საერთო ფართობი 300 ჰექტრამდეა და თბილისისდანაც სწორედ ამდენივე მანძილიდანაა დაშორებული– 300 კმ–ით. მდებარეობს სამეგრელოსადა იმერეთის ისტორიულ კუთხეებს შორის, აბაშის რაიონიდან სამხრეთ–დასავლეთით. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკე–დაბლობებია და ადვილი მისახვედრია რომ მაინცდამაინც მაღლა არ მდებარეობს,ზღვის დონიდან მხოლოდ 40მ–ია მისი ყველაზე მაღალი ადგილი. კაცობურის აღკვეთილისტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი(ყველაზე წყალუხვი მდინარე საქართველოში),წლიური საშუალო ტემპერატურა აქ 13 გრადუსს არ აღემატება მაგრამ არც ისე ცოტა ნალექი მოდის–17757 მმ წლიურად. რაც შეეხება ფლორას აქ ძირითადად ტყის წარმომქმნელი მცენარეებია, ხოლო ფაუნიდან გვხვდება–ტახი,ხოხობი,წავი და სვა.
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე,სამხრეთ საქართველოში.ის შეიქმნა 1995 წელს რათა ჭარბტენიანი ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეები შეენარჩუნებინათ.ამ ტერიტორიაზე ბევრი პატარა თუ დიდი ტბა გვხვდება, მაგრამ მათგან აღსანიშნავია ტაბაწყურის ტბა. აღკვეთილის შემოგარენი ასევე მდიდარია ისტორიული ძეგლებითაც.დაცული ტეროტორიის ჩრდილოეთით მდებარეობს მე13–მე14 საუკუნეში აშენებული კლდეში ნაკვეთი ტერიტორია–ვარძია. ნარიანის ველსა და ტაბაწყურის ტბის სანაპირო ზოლში განვითარებულია ჭაობის მცენარეულობა ასევე წარმოდგენილია „ლესიანი“ , „ისლიანებით“ და „სვითიანი“ კომპლექსებით. ძუძუმწოვრებიდან აქ ძალიან ბევრია–მელა,კურდღელი,მაჩვი და ასევე სინდიოფალაც (პატარა მტაცებელი ცხოველი),აღკვეთილს საუკეთესო პირობები აქვს ფრინველზე დასაკვირვებლად,ასევე ტურიზმის განვითარებისათვის, მაგრამ მისი პოტენციალი გამოუყენებელი რჩება ჯერჯერობით.
ყორუღის აღკვეთილი სხვა აღკვეთილების მსგავსად თავდაპირველად სატყეო–სამონადირეო კომპლექსი იყო,რომელიც დაარსდა 1965 წელს,მოგვიანებთ საუკუნის მიწურულს მიირო მან აღკვეთილის სტატუსი–1996 წელს. აღკვეთილი 2060 ჰა–ზეა გაშენებული.იგი კახეთში მდებარეობს,დავით გარეჯთან ახლოს.მის გარეშე ძირითადად აზერბაიჯანლები შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას.ყორუღის აღკვეთილი გეოლოგირად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის და მოიცავს აღმოსავლეთი დაძირვისმოლასურ ზონას.აღებულია ძირითადად შუამიოცენის (თარხანი, ჩოკრაკი, კარაგანი,კონკი).
ყორულის აღკვეთილში მდინარე იორის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი.მისი შემქმნელი ძირითადი ხე–მცენარეებია: მაღალი ტირიფი,ხვალო ანუ ჭალის ვერხვი,ოფი, ჩვეულებრივი მურყანი,წალის მუხა და ზოგიერთი სხვა ქვეტყეში იზრდება ძეძვი,ქართული კოწახური,ჭალა–ფშატა და სხვა.ჩვეულებრივი ლიანები:აღმოსავლური კატაბარდა,ეკალღიჭი,ღვედკაცი და სხვა.ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა ძირითადად უროიანები ესაზღვრება. აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგადაა განვითარებული კულტურული, სამანქანო, სათავგადასავლო და საფეხოსნო ტურები და ტურიზმის ეს სამივე სახეობა დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას უკავშირდება. რეგიონს გააჩნია პოტენციალი: ეკოლოგიური ,ბოტანიკური, ფრინველებსა და ცხოველების დაკვირვების ტურიზმის განსავითარებლად.
ჭაჭუნას აღკვეთილი დაარსდა 1996 წელს.იგი წარმოადგენს 1965 წელს დაარსებული ჭაჭუნას სახელმწიფო–სატყეო მეურნეობის ბაზაზე შექმნილი დაცული ტერიტორიას. აღკვეთილის ადმინისტრაცია აქვეა განლაგებული. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და იგი თბილისიდან 185 კილომეტრითაა დაშორებული. ჭაჭუნას აღკვეთილი დედოფლის წყაროს რაიონში ივრის გარშემო წარმოდგენილი ტუგაის ტიპის ჭალის ტყის და მისი მიმდებარე არიდული და სემიარიდული ტერიტორიისთვისაა დამახასიათებელი.დაცული ტერიტორია ფლორისა და ფაუნის დასაცავად შეიქმნა.ჭაჭუნა ქიზიყში ისტორიულ კამბეჩოვანში მდებარეობს.ეს ადგილი ყოველთვის უდაბური დაუსახლებელი და ფრინველ–ცხოველით მდიდარი ტერიტორია იყო. ჭაჭუნას ტერიტორიაზე შეხვდებით ბერთა უძველეს გამოქვაბულებს. აღკვეთილიდან დაკმაოდ ახლოა ქიზიყისა და მტელი საქართველოს წარსულისთვის ძაზედ მნიშვნელოვანი ძეგლები.ჭაჭუნას მახლობელ სოფლებში კი დღესაც ისევე მისდევენ მევენახეობას როგორც საუკუნეების წინ. გეოლოგირად ჭაჭუნას აღკვეთილი ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის,მის აღმოსავლეთ დაძირვის მოლასურ ზონას მოიცავს მტკვრის მთათაშუა ღრმულის ფარგლებში და მოლასური ნალექებითაა წარმოდგენილი. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები, ვულკანური ფერფლის შრეებით რიყნარები.დაცული ტერიტორიის ნაწილი კირქული კონგლომერატებითაა აგებული.აღკვეთილის სიახლოვეს ცნობილია საფლუსე და საკირე კირქვის საბადოები.რაც შეეხება რელიეფს,ერთგვაროვანი არ არის,აქ გვხვდება თითქმის ყველა სახის რელიეფი. აღკვეთილის ტერიტორიაზე 24 ჰექტარის ფართობის ჭაობს ქმნის მდინარე იორი. ჭაჭუნასთვის თბილი კონტინენტური კლიმატია დამახასიათებელი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2,5 გრადუსი,ხოლო ივლისის საშუალო – ჩრდილში +22 გრადუსია.არც თუ ისე დიდი ფართობის მქონე ტერიტორიისთვის ჭაჭუნას საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორა აქვს.მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იძრედება,ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების,ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი.ჭალის ტყეებში აფსოლიტური დომინანტი ვერხვია,ასევე უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა,სარკმსის ხე (საღსაღაჯი) და წნორი. მრავაფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნას ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან აღკვეთილშირამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი,ლელიანის კატა,ფოცხვერი,მაჩვზღარბა,მაჩვი და ტახი.აქ მეცნიერები იმედოვნებენ რომ ზოლებიანი აფთარიც ცხოვრობს.ეს იშვიათი ცხოველი ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელად სწორედ ამ ტერიტორიაზე ნახეს.აქ სამწუხაროდ მისი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მიუხედავად ჯერ ვერ ხერხდება ტურისტების მოზიდვა,მაგრამ ახლა უკვე დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც მუშაობა.

ეროვნული პარკები
ეროვნული პარკები კი საქართველოში 8ცალი გვხვდება:ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის,თუშეთის,მტირალას,ყაზბეგის,ალგეთის,თბილისის და ვაშლოვანის.მათი საერთო ფართობი 2426 კვადრატული კილომეტრია,რაც საქართველოს ტერიტორიის 3.4% შეადგენს.საქართველოში ეროვნული პარკი პირველად 1973 წელს შეიქმნა, რომელსაც თბილისის ეროვნული პარკი ეწოდა,მაგრამ მალევე გაუქმდა. პარკები შედარებით დიდ ტერიტორიზე არის გადაჭიმული,ამიტომ მას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიო-მრავალფეროვნების შენარჩუნების მხრივ.ეროვნული პარკები დიდ როლს ასრულებენ ტურიზმის განვითარებაში,განსაკუთრებით კი საქართველის კი საქართველოსბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისსაერთაშორისო დონეზე პოპულარლარიზაციში
1995 წელს დაარსდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.ეროვნული პარკის საერთო ფართობი 760 კვ.კმ-ია,რის მიხედვითაც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.ჩვენი დედაქალაქიდან 170კმ-ით არის დაშორებული .1862წელს ამიერკავკასიაში დანიშნული მეფისნაცვალის ძმას მიხეილ რომანვს იმდენად მოეწონა ბორჯომის ხეობა რომ სასხლის აშენება გადაწყვიტა.ცხრა წლის შემდეგ მან თავის ძმისგან მთელი ბორჯომის ხეობა მიიღო საჩუქრად.ბორჯომის ნაკრძალის როგორც ამავე დასახელების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ლანდშაფტთა ვერტიკალური ზონალობა მუქწიწვიანი და ფართოფოთლოვანი ტყეებით დაწყებული და ალპრიმდელოებით დამთავრებული.აქვვეა ფლორისა და ფაუნის ათეულობით ენდემური და რელიქტური სახეობა.დიდი ყურადღება ექცევა კავკასიაური ირემის დაცვას და მის გამრავლებას.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ისევე როგორც ბორჯომის ნაკრძალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბორჯომ-ბაკურიანის რეკრეაციული ზონის ფუნქციონირებაში.ამ ეროვნულ პარკში სანახავი ბევრია,ამიტომაც ტურისტული მარშუტებიც საკმაოდ მრავალფეროვანია,მათი უმრავლესობა სალაშქრო-საცხენოსნო სახისაა.
2006 წელს ბორჯომის ეროვნულ ნაკრძალს შეემატა ძეძვის არკვეთილი,და ბორჯომის ამ ნაკრძალის კომლექსმა-85000 ჰექტარია.რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ია.
პარკი 6 ადმინისტრაციული რაიონის:ბორჯომის,ხარაგაულის,ახალციხის,ხაშურის ,ადიგენისა და ბაღდათის ტერიტორიებს მოიცავს.ასე რომ პარკი მდებარეობს 3ისტორიული კუთხის: თორის,იმერეთისა და და სამცხის ტერიტორიაზე.
თუშეთის დაცული ტერიტორიები წარმოდგენილია მდინარეების-თუშეთის ალაზნისა და პირიქითა ალაზნის წყალშემკრებ აუზში,რუსეტის ფედერაციის საღვართან 1183კვ.კმ-ზე.მოიცავს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ და გვერდით ქედებს და მათ შორის წარმოდგენილ ტერიტორიას ზღ.დ.1000-4500 მეტრის ფარგლებში.მისი საერთო ფართობის 2/3 ევროპაში უდიდეს ეროვნულ პარკზე მოდის,რომელიც 2003წელს შეიქმნა.
მტირალას ეროვნული პარკი შეიქმნა 2006 წელს მდებარეობს აჭარაში,აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში.მისი ტერიტორია აღწევს 160კვ.კმ-ს,სადაც წარმოდგენილია მთა მტირალა.ეროვნული პარკი,ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ხელშეწყობით,გეოგრაფიულად ძალზე მოხერხებულ არეალშია შექმნილი.იგი აჭარის საზღვაო კურორტების მიჯნაზე მდებარეობს,რაც ზრდის მის რეკრეაციულ დანიშნულებას.
ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალი პარკი 2003 წელს.დაცული ტერიტორია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.აქ მრავალი რეპტილია და ძუძუმწოვარი ბინადრობს,რომელთა შორის მსოფლიო მნიშვნელობის გადაშენების პირას მყოფი არაერთი სახეობაა.ეროვნული მნიშვნელობისაა ასევე არიდული ნათელი ტყე.მისი საერთო ფართობი 350 კვ.კმ-ია.სადაც ასევე გაერთიანებულია ალაზნის ჭალის, ტახტი-ტეფას და არწივის ხეობის ბუნების ძეგლები.დაცული ტერიტორია მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში,წარმოდგენილი ქვაბულები-მდინარე ალაზანსა და ივრის ზეგანს შორის აზერბაიჯანის საზრვართან მდებარეობს.
კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა 1998 წელს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში.მისი საერთო ფართობი 444კვ.კმ-ია,რომლის 1/3 წყლის ზედაპირზე მოდის.მის ფარგლებშია პალიასტომის ტბა. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაჭაობებული,სადაც წარმოდგენილიაჭარბტენიანი ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეები და ასევე ფაუნაც.დაცულ ტერიტორიაზე გადის ჩრდილოეთიდან სამხრეთით ანუ ზომიერი სარტყელიდან ტროპიკულისაკენ გადამფრენ ფრინველთა ერთ-ერთი ძირითადი ტრასა,რომელთათვის ეს პარკი გამოიყენება საკვებად და „დასასვენებლად“. ნეოლითის ხანიდან ადამიანის მიერ უკვე კარგად ათვისებულ კოლხეთში არქეოლოგიური არტეფაქტებით მდიდარი ბრინჯაოს ხანის არაერთი ძეგლია აღმოჩენილი.ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლოს სწორედ აქ შეიქმნა ქართველურ ტომთა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო.ამ დროიდან მოყოლებული ისინი ცხოვრობენ ასეთ კლიმატში,მაგრამ ადამიანის განვითარებამ ბუნებას სერიოზული ზარალი მიაყენა.საბედნიეროდ, მაინც გამოჩნდა ადამიანები,რომელთაც კარგად ესმოდათ ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობა,მითუმეტეს,ისეთი ისვიათი ისვიათის,როგორიც კოლხეთის დაბლობში გვხვდება.ასეთი გონიერი ადამიანების დაჟინებული მოთხოვნით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,1947 წელს დაარსდა კოლხეთის სახელმწიფო ნაკრძალი და ამ ფაქტმა მდინარეებს რიონსა და ფიჩორს შორის არსებული 500ჰა ჭაობისა და ჭაობებული ტყის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ეს არც თუ ისე ვრცელი ტერიტორია სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოაქცია. კოლხეთის ჭაობები პირველ რიგში,ტავის რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ეს დაბლობი ნაშთია დღემდე შემორჩენილი იმ ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაფტისა,დაახლოვებით 10 მილიონი წლის წინ,კაინოზოურ ხანაში მთელ ევრაზიის ტერიტორიაზე უწყვეტ ზოლად რომ იყო გადაჭიმული
ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილო ფერდობზე ისტორიული ხევის ტერიტორიაზე.ამ ნაკრძალიდან თბილისამდე 150კმ-ია.ხევს ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჰყავს,ამის მიზეზი ისაა რომ აქ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი,გასაოცრად მაღალი მწვერვალები და უნიკალური ფაუნა ბინადრობს.სწორედ უნიკალური ფაუნის გამო შეიქმნა 1976 წელს ყაზბეგის ნაკრძალი შეიქმნა.მისი ტერიტორია ძალიან წყვეტილი იყო და ფართობი კი არის 8707ჰა. 2007 წელს ყაზბეგის ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა ყაზბეგის პარკი.იგი ყველაზე უტყეოა საქართველოს ნაკრძალებს შორის,ტყეებს აქ მხოლოდ 3% უკავია. მისი რელიეფი ძლიერადა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით და ეროზიული პროცესებით.ნაკრძალში დაცულია ჯიხვის და არჩვის გავრცელების არეალები.
ალგეთის ეროვნული პარკი-ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა.ის მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში,თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე,მდინარე ალგეთის ხეობაში,დაბალ და საშუალო მთებში.მე-17საუკუნის ქართველი ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი ალგეთის ხეობას აღწერს ნადირით მდიდარ მხარედ,სხვათაშორის ვახუშტის მამულები ქვემო ქართლში ჰქონდა და ამ მხარესაც კარგად საუკეთესოდ იცნობდა.ვახუშტი ბატონიშვილი ალგეთის მიდამოებში თავისი გვირგვინოსანი მამის,ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის ნადირობასაც.აღწერს რომ ერთ დღეში ამალს 180 ირემი მოუკლავს..სულ ალგეთის ნაკრძალის მიდამოებში 27სალოცავია,მათგან 4 მოქმედი ეკლესიაა.ნაკრძალის ჩრდილო-აღმოსავლეთით ძალიან ახლოსაა დიდგორის ველი სადაც მოხდა „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს პარკი მხოლოდ 60კმის მოშორებით მდებარეობს თბილისიდან და საშუალო სიმაღლე ზღ.დ-დან დაახლოვებით 1500 მეტრზეა.
თბილისის ეროვნული პარკი დაარსდა 2007წელს საგორამოს ნაკრძალის გაფართოების გზით.იგი მდებარეობს მცხეთისა და საგარეჯოს რაიონში,საგურამო-იალნოს საშვალო მთების კალთებზე,მდინარეების-არაგვის,მტკვრისა და თეძამს შორის. მისი ფართობი აღემატება 240კვ.კმ-ს.აქ წარმოდგენილია ასეულობით კოლხური ფლორის წარმომადგენელი და კავკასიის ენდემია.გვხვდება კავკასიური მგელი,ფოცხვერი,ტყის მურა დათვი,კავკასიური ირემი და სხვა.

ქობულეთისა და სათაფლიის ნაკრძალები
ქობულეთის ნაკრძალი-მდებარეობს ქობულეთის სანაპირო ზოლზე,მდინარე ტოგონის და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,რომელიც მოიცავს ასევე ისპანის ჭაობებს.მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 25 მეტრია.ფართობი კი საკმაოდ პატარა 603ჰა.თავის ფართობით ეს ნაკრძალი საქართველოში არსებული ნაკრძალებიდან მხოლოდ სათაფლიის ნაკრძალზეა დიდი.ქლორადან აქ ძირითადად კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი მცენარეულობები და ჭაობის უნიკალური რელიქტური მცენარეულობა გვხვდება(ისპაანის ჭაობის გამო).
სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც ზღ.დ150-400მეტრს სიმაღლეზე მერყეობს. სათაფლიის ნაკრძალი გაშენებულია კოლხეთის დაბლობზე,ქალაქ წყალტუბოსთან ახლოს.მისი ფართობი 354ჰა ყველაზე პატარა ნაკრძალია საქართველოს ნაკრძალებს შორის.მცენარეულობიდან განასაკუთრებული არაფერია,მაგარმ ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია,რადაგან აქ გვხვდება დინოზავრის ნაკვალევი,რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

ბიჭვინთა–მიუსერას,ვაშლოვანის და რიწის ნაკრძალები
ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალი ზღ.დ 50მ-ზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მიეკუთვნება.მისი ფართობია 3645ჰა.ამ ნაკრძალში ფლორიდან გვხვდება:ბიჭვინთის ფიჭვი,მუხა,წაბლი,ხელმარწყვა ხოლო ფაუნადან კი მელა, შველი კვერნა და სხვა.
ვაშლოვანის ნაკრძალი-მდე ბარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.ფართობი 8001 ჰა. ამ ნაკრძალში ფლორიდან გვხვდება-აკაკი,ღვია,საკმევლის ხე, ფაუნადან კი-ზოლებიანი აფთარი,კაკაბი,ორბი,სვავი და სხვა.
რიწის ნაკრძალი მდებარეობს,გუდაუთის რაიონში,აფხაზეთის ტერიტორიაზე ზღ.დ-450-2200 მეტრ სიმაღლეზე.რომლის ფართობია 16289 ჰა.მცენარეულობიდან გვხვდება:მუხა,წიფელი,წაბლი.ხოლო ცხოველებიდან კი ფოცხვერი და არჩვი. აღსანიშნავია ისიც რომ ეს ნაკრძალი გაშენებულია რიწის ტბის მიდამოებში,რომელიც საქართველოს ყველაზე ღრმა ტბათაა მიჩნეული.

კინტრიშის ნაკრძალი
კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს დაარსდა.მდებარეობს ქობულეთის რაიონში,აჭარაში.მანძილი ქობულეთიდან ნაკრძალამდე დაახლოვებით 22 კილომეტრია.კინტრიშის ნაკრძალი ერთი მთლიანი ტყის კომპლექსია,რომელიც ამავე სახელობის მდინარით გაყოფილია ორ ნაწილად.(მდინარე კინტრიში 45კმ-ის მანძილზე მიედინება სანამ შავ ზღვას შეუერთდება.ნაკრძალის საერთო ფართობი დაახლოვებით 14000 კვადრატული კმ-ია.რაც შეეხება ჰავას,ის ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი ადგილია რადგან ის მდებარეობს აჭარა-იმერეთის ქედსა და შავ ზღვას შორის და დიდ გავლენას ახდენს ნოტიო ჰავის ჩამოყალიბებაზე.მასთან ახლოს მდებარეობს ასევე საქართველოს ყველაზე ნალექიანი ადგილი მთა:მტირალა და ადვილად მისახვედრია რომ აქაც საკმაოდ დიდი ნალექია.
ლიახვის ნაკრძალი
ლიახვის სახელმწფო სუბალპური ნაკრძალი შეიქნა 1977წელს.თბილისიდან 120 კმ-ით დაშორებული.და არის ერთადერთი ნაკრძალი,რომელიც მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე(კერძოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში).მისი საშუალო სიმაღლე ზღ.დ 1750 მეტრია.ფართობი კი არის 6388ჰა ტერიტორიის 84% ტყეს უჭირავს-დაახლოვებით 5384ჰა.ფლორა სხვა ნაკრძალებისაგან არაფრითაა განსაკუტრებული-წაბლი,თელა,ბზა,ლიტვინოვის არყი.ფაუნადან გამოვარჩევდი როჭოს მაგრამ აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგიძლიათ შეხვდეთ კურდღელსა და მელას.აღსანიშნავია ისიც რომ ეს ნაკრძალი გაშენებულია ქალაქ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიასა და პატარა ლიახვის ხეობის ნაწილზე.ამ ნაკრძალის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩვენ ასევე შეგვიძლია შევხვდეთ ულამაზეს ყელის ტბას(საქართველოს ტბებს შორის ზღ.დ-დან ყველაზე მაღლა მდებარე ტბა),რაც ქმნის ერთობ მიმზიდველ ტურისტულ კერას საქართველოში.
ლაგოდეხის და მარიამჯვრის ნაკრძალი
შემდეგი ნაკრძალი კი თავისი სპეციფიკურობიდან და განსაკუთრებულობიდან გამომდინარე არის ლაგოდეხის ნაკრძალი,იგი უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს-კახეთის რეგიონში.საშუალო სიმაღლე ზღ.დ-დან 1990 მეტრზე.ლაგაოდეხის განასაკუტრებულობა იმაში მდგომარეობს რომ იგი საქართველოს პირველი ნაკრძალია რომელიც 1912 წელს შეიქმნა.ის ასევე ესაზღვრება ზაქათალის ნაკრძალს(დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია).ისტორიული ცნობებიდან ვიგებთ რომ 1921-1958 წლებში ეს ორი ნაკრძალი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა,მაგრამ როდესაც ,,საბჭოთა ხელისუფლებამ“ისტორიულად ქართული ზაქათალის ოლქი აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიად გამოაცხადა ეს ორი ნაკრძალი გაიყო, ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება მცენარეებიდან ლაფანი,წაბლი,თელა ხოლო ცხოველებიდან კი ჯიხვი,შველი და სხვა.
მარიამჯვრის ნაკრძალი ზღ.დ 1000-12000 მეტრზე მდებარეობს.ის მოიცავს ცივ-გომბორის ქედის და საგარეჯოს ტერიტორიებს.ამ ნაკრძალის ფართობი 6321 ჰეკტარია.
ახმეტის ნაკრძალი
ახმეტის ნაკრძალი-მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში ზღ.დ900-2500 მეტრებზე,კავკასიონის როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ ფერდობებზე.ეს ნაკრძალიც აერთიანებს თავის მხრივ რამოდენიმე ნაკრძალს,ესენია: ბაწარა-ბაბანაურის და თუშეთის ნაკრძალებს.მისი ფართობი დაახლოვებით 17000ჰა-მდეა.აქ გვხვდება ისეთი იშვიათი და წითელ წიგნში შეტანილი მცენარე-წიფელი და ცხოველებიდან კავკასიური მურა დათვი და შველი.
ფსხუ–გუმისთას ნაკრძალი
საქართველოში 11 ეროვნული ნაკრძალია რომელთა უმეტესი ნაწილი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილშია.მათგან ყველაზე დიდია ფსხუ-გუმისთას ნაკრძალი-რომლის ფართობი 40880 ჰექტარია.ეს ნაკრძალი თავის მხრივ ორ ნაკრძალად-ფსხუსა და გუმისთას ნაკრძალებად.ორივე მათგანი წარმოადგენს ერთ ნაკრძალს.ორივე მათგანი აფხაზეთის ტერიტორიაზეა.საშუალო სიმაღლე ზღ.დ 1200 მეტრზეა.მდებარეობა ერთობ განსაკუტრებული აქვს-ორ ხეობაში მდინარე ბზიფისა და მდინარე გუმისთას ხეობებშია გადაჭიმული.ფლორა არც ისე ღარიბია:ბზა,ჰართვისის მუხა,ბზა მწანე ჭადარი. ფაუნადან კი გვხვდება-ჯიხვი,კვერნა და არჩვი.
შესავალი
მსოფლიოს განვითარებასთან ერთად მოიმატა ბუნების პირვანდელი ბუნების ხელყოფამ ადამიანის მხრიდან და აუცილებელი გახდა რაიმე ზომის მირება რათა ეს ტენდენცია აღარ გაგრძელებულიყო,სწორედ ამიტომ მსოფლიომ გადაწყვიტა დაცული ტერიტორიები,სადაც ადამიანს შეეზღუდებოდა სამეურნეო ანდა სხვა სახის სამუშაო. დაცული ტერიტორიებს მიეკუთვნება : ნაკრძალები,(ტერიტორია სადაც ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებულია მთელი ბუნებრივი კომპლექსი. შესაძლებელია უმნიშვნელო კვლევითი ან სამეცნიერო საქმიანობები) ეროვნული პარკები,(ტერიტორია,რომლის ამოცანაა ბუნების უნიკალური და დამახასიათებელი ეკოსისტემების შენარჩუნება სამეცნიერო,საგანმანათლებო და რეკრეაციული მიზნებისათვის)ბუნების ძეგლი,(უნიკალური ტერიტორია ან ობიექტი)აღკვეთილი(ტერიტორია, რომლის ამოცანაა ცალკეული ველური სახეობისა და არაცოცხალი ობიექტების შენარჩუნება). ნაკრძალების დანიშნულება მცენარეთა და ცხოველთა ბუნებრიობის შენარჩუნებაა და მათი გამრავლებაა
Subscribe to:
Posts (Atom)